Tbilisi Open Air 2023 დაიწყო.
მუსიკალური ფესტივალი გუშინ, 23 ივნისს გაიხსნა და ტრადიციულად სამი დღის განმავლობაში, 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
პირველ დღეს მსმენელის წინაშე არაერთი არტისტი წარსდგა, ბოლო შემსრულებელი კი, ვინც მთავარი სცენა დახურა, წელს ამ საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი ჰედლაინერი, ყველასთვის კარგად ნაცნობი ინგლისელი მომღერალი Tom Odell იყო.
მუსიკოსის ჰიტებს მსმენელი Open Air-ის სტუმრები განსაკუთრებული სიყვარულითა და ემოციებით შეხვდნენ.
"ჩვენ ვმოგზაურობთ მთელი მსოფლიოს გარშემო, ვუკრავთ მუსიკას და ვართ ძალიან იღბლიანები, ვფიქრობ, ყველა ვთანხმდებით, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია მსოფლიოში. ნებისმიერ დროს, მოგინდებათ ჩვენი დაბრუნება, ჩვენ დავბრუნდებით"- უთხრა მან მსმენელს.
27 წლის ტომ ოდელმა ბუნებრივია, შეასრულა 2012 წელს გამოშვებული სიმღერა Another Love, რომელმაც მას განსაკუთრებული წარმატება მოუტანა და რომელსაც დიდი ემოციებით შეხვდა ქართველი მსმენელიც.
როგორც უკვე გითხარით, ფესტივალი გრძელდება. დღეს, 24 ივნისს მთავარ სცენას Kaleo დახურავს.
შეგახსენებთ, Tbilisi Open Air საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალია, რომელიც როკისა და ელექტრონული მუსიკის მსმენელებისთვის 2009 წლიდან იმართება.