რუსთავში მამამ შვილს ნაჯახი ჩაარტყა

2023-06-23 21:12:52

რუსთავში მამამ შვილს ნაჯახი ჩაარტყა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ერთერთ მიკრორაიონში, მამაშვილს შორის კამათი ხმამაღალ საუბარში გადაიზარდა, რა დროსაც 60 წლამდე მამაკაცმა 40 წლამდე შვილს თავის არეში ნაჯახი ჩაარტყა.

ახალგაზრდამ მიიღო დაზიანება, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.

ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ ადგილზე დააკავა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.