მაღაზიებში ქურდობა გახშირდა

2017-11-10 14:47:10

მეორადი მოხმარების ტანსაცმელების მაღაზიებში ქურდობის შემთხვევები გახშირდა. ერთ-ერთი მაღაზიის გამყიდველი, „ინფო რუსთავთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები როდესაც, კლიენტებს ტანსაცმელი სავაჭრო ობიექტიდან ჩუმად გააქვთ.

გამყიდველის თქმით უმეტეს შემთხვევაში მაღაზიიდან ქალის სამოსი იკარგება. იმის გამო რომ ობიექტების უმრავლესობა ვიდეო კამერებთ აღჭურვილი არ არის, დამნაშავეების იდენტიფიცირება ვერ ხდება.