რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2023-06-17 00:30:59

კომპანია "რუსთავის წყალი" ხრამის სათავე ნაგებობაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 17 ივნისს, ღამის 01:00 საათიდან 17 ივნისის, დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

ქალაქ რუსთავს მთლიანად.

კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია "რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.