უბედური შემთხვევა მოხდა სამტრედიის მუნიციპალიტეტში.
არსებული ინფორმაციით, მე-11 კლასის მოსწავლე მდინარეში დაიხრჩო. როგორც ირკვევა, ის მეგობრებთან ერთად მდინარეზე სათევზაოდ იყო წასულ და სავარაუდოდ, წყალში ჩავარდა.
მაშველებმა არასრულწლოვნის ცხედარი რამდენიმე საათიანი სამძებრო-სამაშველო ოპერაციის შემდეგ იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მოზარდი სამტრედიის მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.