რუსთავში წყლის მიწოდება იზღუდება

2023-06-12 15:34:17

კომპანია რუსთავის წყალი განცხადებას ავრცელებს.

"კომპანია ,,რუსთავის წყალი” ქალაქ რუსთავის სანაპიროს ქ. N41-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 12 ივნისს, 15:30 საათიდან  18:30 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: სანაპიროს ქუჩას.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის."