როდის აღდგება წყლის მიწოდება

2023-06-10 11:46:56

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მე-7 მკრ-ნი N16 თან მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს.

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 10 ივნისს 10:45 საათიდან 15:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

მე-7 და მე-8 მკრ-ნებს.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.