რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, მეგობრობის გამზირზე, 50 წლამდე მამაკაცსა და 40 წლამდე ქალს შორის სიტყვიერი კამათი, ხმაურში და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ქმარმა ცოლს სცემა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა სამართალდამცავებისთვის. მისამართზე მისულმა პოლიციამ მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.