წალენჯიხაში პოლიციელებს თავს დაესხნენ.
ბულვარში, ნასვამმდგომარეობაში მყოფი 10-მდე ახალგაზრდა სკანდირებდა “ქურდებს სიცოცხლე”, პოლიციის მანქანის გამოჩენის შემდეგ კი, მათ სამართალდამცველების შეურაცხყოფა დაიწყეს.
დაკავების დროს კი წინააღმდეგობის გაწევა და მათზე ფიზიკური თავდასხმა სცადეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებს მცირე დაზიანებები აღენიშნებათ.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.