"კომპანია რუსთავის წყალში ესპანური კომპანია Aqualia-ს შემოსვლით სტრატეგიული ცვლილებები დაიწყო", - ხოსე მიგელ სანტოსი, GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი.
კომპანია “რუსთავის წყლის” მფობელი GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი, ხოსე მიგელ სანტოსი, ქალაქ რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე და სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნენ.
“კომპანია “რუსთავის წყალში” ესპანური კომპანია Aqualia-ს შემოსვლით სტრატეგიული ცვლილებები დაიწყო. მდინარე ხრამზე ჩატარებული მასშტაბური ნაპირდაცვითი სამუშაოები ამის ნათელი მაგალითია. Ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ვიცით როგორ მოვაგვაროთ რუსთავში წყალმომარაგების პრობლემები.
აღსანიშნავია, რომ სისტემის მასშტაბურობა და სამუშაოების სირთულე დიდ დროს და სრულ მობილიზებას მოითხოვს, თუმცა, ჩვენ რეალურად შევცვლით და რადიკალურად გავაუმჯობესებთ რუსთავის წყალმომარაგებას.”- ხოსე მიგელ სანტოსი, GGU ჯგუფის გენერალური დირექტორი.
“რუსთავის წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესი და აუცილებელი პროცესი მიმდინარეობს. კომპანია “რუსთავის წყალს” დღეს უკვე ძალიან დიდი გამოცდილების მქონე კომპანია Aqualia მართავს, რომელიც წყლის მენეჯმენტის საუკეთესო კომპანიად ითვლება მსოფლიოში და ეს კიდევ დამატებით საფუძველს გვიქმნის რუსთაველებს იმის სათქმელად, რომ რუსთავისთვის უპრეცენდენტო მასშტაბის პროექტი, რომელიც ჩვენი მოთხოვნით დღეს ხორციელდება, რუსთავის წყალმომარეგებას, მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.” - ნინო ლაცაბიძე, ქალაქ რუსთავის მერი.
,,მარეგულირებელი კომისიის დავალების საფუძველზე ,,რუსთავის წყალი” ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავს არა მხოლოდ ქალაქში წყალმომარაგების სისტემის განახლებას, არამედ სათავე ნაგებობის მოწესრიგებასაც.” - დავით ნარმანია, სემეკის თავმჯდომარე.
კომპანია “რუსთავის წყალმა” რუსთავის წყალმომარაგების სისტემური გაუმჯობესების ფარგლებში მდინარე ხრამის ნაპირდაცვისთვის მილიონ ლარზე მეტი ინვესტიციის მასშტაბური სამუშაოები ჩაატარა. კომპანია “რუსთავის წყალი” 2023 წლის ბოლომდე რუსთავის წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის 30 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
ინფორმაციას კომპანია "რუსთავის წყალი" ავრცელებს.