კომპანია ,,რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის მეგობრობის N1-თან, წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს
სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 5 ივნისს, 06:00 საათიდან 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: 9 ძმა ხერხეულიძის, გორის, გურამიშვილის, ვახუშტის, ვ.ფშაველას (გასასვლელებით), თბილისის, იაღლუჯის, ლერმონტოვის, მარჯანიშვილის, მაჩაბელის, მეგობრობის N1-დან 29-ის ჩათვლით, მელიქიშვილის, დადიანის, ნიშნიანიძის, შევჩენკოს, ყაზბეგის (ჩიხებით და გასასვლელებით), შ. არაგვისპირელის და კლდიაშვილის ქუჩის კენტ ნომრებს.
კომპანია "რუსთავის წყალი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი" აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.