ავარიას ერთ წლამდე ბავშვი ემსხვერპლა

2023-06-03 20:16:44

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ქვალონში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთ წლამდე ბავშვი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სადისტრიბუციო მანქანა შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა სამი ადამიანი. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების კოორდინირების ცენტრში განუცხადეს, დაშავებულები სასწრაფოს ეკიპაჟებმა კლინიკაში გადაიყვანეს.