სტუდენტური ტარიფის მოთხოვნით, რუსთაველი ახალგაზრდები მერიის წინ დღეს ისევ შეიკრიბნენ. საკუთარი მოთხოვნების გაჟღერების შემდეგ მათ მერის ახალი მოადგილე დავით ლობჟანიძე გაესაუბრა და მოლაპარაკების გაგრძელება მერიის შენობაში სთხოვა. აქციის მონაწილეები შეთავაზებას დათანხმდნენ და რუსთავის მერთან დავით ჯიქიასთან სასაუბროდ, მერიის დარბაზში გადაინაცვლეს. სტუდენტებმა შეღავათიანი ტარიფის მოთხოვნის გარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზეც გააკეთეს აქცენტი. დავით ჯიქიას განცხადებით რუსთავი-თბილისის მიმართულებით გარკვეული შეღავათებით სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები უკვე სარგებლობენ, შეღავათის ყველა სტუდენტზე გასაწევად კი ბიუჯეტში საჭირო თანხები არ არსებობს. შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა და კონსესუსის გარეშე დასრულდა. სტუდენტების ნაწილი აქციების გამართვას მომავალშიც აანონსებს.