მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში 12 წლის ბიჭი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში დაიხრჩო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობას ნიშნავს.