რომელ მისამართებზე იზღუდება წყლის მიწოდება

2023-05-30 11:07:33

კომპანია "რუსთავის წყალი" განცხადებას ავრცელებს.

ჟიული შარტავას გამზირზე, N19-ში მოქალაქის კუთვნილ წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით დღეს 30 მაისს, 11 სათიდან 15:00 საათამდე, წყალმომარაგება შეუწყდება:

ჟიული შარტავას N 5, 17, 19, მე-20 მიკრო რაიონის N5,  6, 7, 8, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20 და ტაშკენტის ქუჩა N5 და 7.

კომპანია "რუსთავის წყალი" ქალაქ რუსთავის რჩეულიშვილის ქუჩა N10ა ქსელზე მდებარე წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენით სამუშაოებს ჩაატარებს

სამუშაოებთან დაკავშირებით დღეს, 30 მაისს, 10:30 საათიდან 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ინტერნატების დასახლებას სრულად.

კომპანია “რუსთავის წყალი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, კომპანია „რუსთავის წყალი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის 22 00 11 და ფეისბუქ გვერდის საშუალებით.