ხანძარი რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში

2023-05-29 23:09:14

რუსთავში, 21-ე მიკრორაიონში ერთ-ერთი კორპუსის პირველ სართულზე ბინაში ხანძარი იყო. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ცეცხლი, რომლის გამოც ბინაში ძლიერი დაკვამლიანება იყო, ჩართული თმის უთოს გამო გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 ეკიპაჟი. ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.