დრონის პარტნიორი ორგანიზაცია 18-30 წლის ახალგაზრდებისთვის ლატვიიდან მოხალისეობრივ ვაკანსიას აცხადებს.
პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა შეიძინონ ახალი პროფესიული უნარ-ჩვევები, მიიღონ გამოცდილება ლიდერობის, გუნდის შექმნისა და კომუნიკაციის სფეროში, განავითარონ კულტურათაშორისი დიალოგი და ხელი შეუწყოს თანამშრომლობას ახალგაზრდებსა და ადგილობრივებს შორის. პროექტი 2 თვის განმავლობაში 15 ივნისიდან 14 აგვისტომდე გაგრძელდება.
ორგანიზაციის მიერ ფინანსდება მგზავრობის, ბინის, ჯიბისა და საკვების თანხა. მოხალისეები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ერთ ბინაში იცხოვრებენ.
პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გააგზავნოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ-ფოსტაზე: @pasauleathome@yahoo.com
განაცხადის შეტანა სასურველია რაც შეიძლება მალე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.