პოლონეთში კატალიზატორების ქურდობისთვის 2 ქართველი დააკავეს

2023-05-27 11:56:01

პოლონეთში, ვარშავაში ახალგაზრდა ქართველი კაცები დააკავეს.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ცნობით 27 და 36 წლის ქართველი კაცები ავტომობილებიდან კატალიზატორებს იპარავდნენ.

დაკავებულებს უკვე შეუფარდეს წინასწარი პატიმრობა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში თავისუფლების 5 წლამდე აღკვეთა ემუქრებათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები