რუსთავში 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გრძელდება.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ქალაქს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ეწვია.
დავითაშვილი მიმდინარე ღონისძიებების ნაწილს დაესწრო და დამოუკიდებლობის სკვერში მოწყობილი ადგილობრივი მეწარმეების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერა.
17:10 საათზე, ცურტაველის მოედანზე მოწყობილ სცენაზე საზეიმოდ შესრულდება საქართველოს ჰიმნი.
17:15 საათზე კი სცენას დაიკავებენ: ქორეოგრაფიული ანსამბლი "სალხინო", ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი, "მე, რუსთველი", ვაჟთა ვოკალური ანსამბლი "ფიროსმანი", ჯგუფი "გროს ოქტეტი".
კონცერტს ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი დახურავს.