"რუსთავმა" "თსუ"-ს ანგარიში გაუთანაბრა

2023-05-25 23:31:48

სუპერლიგის ფინალური სერია დაძაბულობის პიკს უახლოვდება.

"რუსთავმა" დღეს "თსუ"-ს ანგარიში 2:2 გაუთანაბრა და ჩემპიონობის ბედი გადამწყვეტ მატჩს მიანდო, რომელიც კვირას, რუსთავში ჩატარდება.

დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელობით დასკვნით მატჩს ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდა. თამაში რომ "თსუ"-ს გამარჯვებით დასრულებულიყო, "რუსთავი" სუპერლიგას მე-2 ადგილით დაასრულებდა და საჩემპიონო ტიტულს გამოემშვიდობებოდა.

მთავარი მწვრთნელის, ანატოლი ბოისას თქმით, სწორედ ამ მოტივციის, გაცემული მითითებების მაქსიმალური გათვალისწინებისა და გუნდური თამაშის ხარჯზე, "რუსთავმა" მოახრეხა და მატჩი 77-106 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი, 45 ქულა გუნდს ტრეი კროფტმა მოუტანა, შემდეგ კი მას 21 ქულით ლუკა ბულაშვილი მოსდევს.

ვინ გახდება თასის მფლობელი? ამ კითხვაზე პასუხს გუნდები 28 მაისს გასცემენ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები