რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება იზღუდება

2023-05-23 20:06:20

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 24 მაისს:

11:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შუწყდება აბონენტებს რუსთავში რჩეულიშვილის, ნეკრასოვის, სამშვილიდის, სამგორის, გოგოლის, მცხეთის, ტოლსტოის, კახეთის, კეცხოველის ქუჩებზე.

11:00-დან 11:20 საათამდე და 15:40-დან 16:00 საათამდე - აბონენტებს რუსთავში გიორგაძის, გრანელის, ბერიტაშვილის, მცხეთის, გ. ჯავახიშვილის, ბარნოვის, ჩეხოვის, ჭყონდიდელის, მშვიდობის და მიმდებარე ქუჩებზე, ახალ სამგორში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.