მოხალისეობრივი პროგრამა საფრანგეთის ქალაქ ბრესტში

2023-05-22 19:56:45

ორგანიზაცია ,,ამბრელა” საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ ბრესტში ორ  ვაკანსიას აცხადებს.

ვაკანსიები განკუთვნილია 18-30 წლამდე ახალგაზრდებისთვის. ვაკანსიების ხანგრძლივობაა - 10 თვე.

მოხალისეობრივ საქმიანობებში შედის: სოციალურ მედიაში ჩართულობა, არაფორმალური განათლების პოპულარიზაცია, მენეჯერული საქმიანობის შეთავსება, ევროპულ კვირებთან დაკავშირებით აქტივობების დაგეგმვა და სხვა მრავალფეროვანი აქტივობები.

პროექტი 2023 წლის 30 აგვისტოს დაიწყება  და  2024 წლის 30 ივნისს დასრულდება.

მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მოხალისე უნდა იყოს 18-30 წლის, ფლობდეს ინგლისურ ენასა და მინიმალურ კომპიუტერულ უნარებს.

ფინანსდება: მგზავრობა, საცხოვრებელი, კვება, ჯიბის ფული, დაზღვევა.

პროექტის ფარგლებში მოხალისე შეძლებს გაიუმჯობესოს კომპეტენციები ახალგაზრდულ მუშაობაში,, მიიღებს Youth Pass სერტიფიკატსა და საჭიროების შემთხვევაში, სარეკომენდაციო წერილს რამესგანაა.

განაცხადის შესატანად საჭიროა გააგზავნოთ Europass CV და სამოტივაციო წერილი მეილზე: nino.umbrella1@gmail.com

განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 31 მაისი.

რესურსები, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ:

1. როგორ შევქმნათ Europass CV - იხილეთ აქ

2. სამოტივაციო წერილი - იხილეთ აქ

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე.