რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ფონიჭალის მონაკვეთზე ავატოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს “ოპელისა” და “ფოლკსვაგენის” მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის დროს ოთხი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის 4 ეკიპაჟი.
ავარიის გამო გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო საცობია.