ორგანიზაცია "ამბრელა" ავსტრიაში, ქალაქ ვენაში 10-11 თვიან ვაკანსიებს აცხადებს. მოხალისეობრივი საქმიანობები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვას, შმმ პირების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობასა და სპორტულ აქტივობებზე მუშაობას მოიცავს.
არსებული 8 ვაკანსიიდან შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი აირჩიოთ. პროექტი 2023 წლის 1-ელ სექტემბერს იწყება და 2024 წლის 31 აგვისტოს სრულდება.
პროექტის მთავარი მოთხოვნების მიხედვით, მონაწილე უნდა იყოს 18-30 წლის, ფლობდეს ინგლისურ ენას (გერმანული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესობად).
ფინანსდება: მგზავრობა, საცხოვრებელი, კვება, დაზღვევა და ადგილობრივი ტრანსპორტი.
პროექტის ფარგლებში მონაწილეს საშუალება ექნება, ისწავლოს ადგილობრივი ენა, გაიუმჯობესოს ინგლისური ენის დონე და კომპეტენციები ახალგაზრდულ მუშაობაში. გარდა ამისა, მონაწილე მიიღებს Youth Pass სერტიფიკატს, სარეკომენდაციო წერილს ამბრელასგან (საჭიროების შემთხვევაში) და შეძლებს დაესწროს ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ ტრენინგებს.
განაცხადის შესატანად საჭიროა გააგზავნოთ Europass CV, სამოტივაციო წერილი და შევსებული აპლიკაცია მეილზე: application@melange.wien
აპლიკაციის ბმული: https://docs.google.com/document/d/1Bm2F3IgQOm6104rGvvIcHjm9JetJg6cm/edit?fbclid=IwAR15ymoMJRS7Tc5oTZqkipxkmxiAR_MdBD4ehbrO6HSvEVYiPZuuwhu-gWo
დედლაინი - 5 ივნისი.
რესურსები, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ:
როგორ შევქმნათ Europass CV – https://www.youtube.com/watch?v=J6e0nvcekwc&t=78s
სამოტივაციო წერილი - https://drive.google.com/drive/folders/1pw3tV-ZHxxVd9GgxxMKztNI6XK-rR1t7?fbclid=IwAR3CTO8fhwVT8NyC_uXpUGzzbjpSvzJ6d5EumrCac5bgim9GPn2AkJYAZuQ
გასაუბრების გზამკვლევი - https://drive.google.com/drive/folders/1pw3tV-ZHxxVd9GgxxMKztNI6XK-rR1t7?fbclid=IwAR3CTO8fhwVT8NyC_uXpUGzzbjpSvzJ6d5EumrCac5bgim9GPn2AkJYAZuQ