რუსთავში კაცმა შეყვარებულს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით მეგობრობის გამზირზე, 40 წლამდე კაცსა 30 წლამდე ქალს შორს სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც კაცმა ქალს სცემა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის.
სამართალდამცავებმა კაცი ადგილზე დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.