რუსთავში, გზის გარკვეული მონაკვეთების გადაკეტვის გამო, ქალაქის პარალელურ ქუჩებზე საავტომობილო მოძრაობა გადატვირთულია.
საცობები დილიდან შეინიშნება, თოდრიასა და მესხიშვილი ქუჩებზე.
საგზაო მიმოსვლის გადატვირთვა, გზების გადაკეტვამ გამოიწვია, კონსტიტუციისა და ქაშაკაშვილის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2023 წლის 18 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, კონსტიტუციის ქუჩის N30-დან N56-მდე არსებულ გზის სავალ ნაწილზე, შეზღუდული იქნება საავტომობილო მოძრაობა.