რუსთავში ქმარმა ცოლს სცემა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, VI მიკრორაიონში 40 წლამდე კაცი ცოლს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მეუღლემ აღნიშნული მუქარა რეალურად აღიქვა და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.
არსებული ინფორმაციით გასულ თვეს ცოლ-ქმარს შორის კამათი ფიზიკური დაპირისპირებით დასრულდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიცია. სამართალდამცავებმა კაცი ბრალდებულის სახით დააკავა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.