2023-05-15 12:32:03
ზუგდიდში, ბერაიას და ჩიტაძის ქუჩების კვეთაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი არაფხიზელ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა, რა დროსაც სანიაღვრე არხში ჩავარდა და დაიხრჩო.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.