გაცვლითი პროგრამა იტალიაში

2023-05-13 19:47:35

საზღვარგარეთ მოგზაურობითა და სწავლით დაინტერესებული 18-30 წლამდე ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი შანსი გამოჩნდა. ამჯერად, ორგანიზაცია "ამბრელა" იწყებს 9 კვირიან მოხალისეობრივ პროგრამას ქალაქ მუსომელში, კუნძულ სიცილიაზე.

მოხალისეობრივი აქტივობები მოიცავს: ვორქშოფის ჩატარებას კულტურის გაცნობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის, სიცილიის ქალაქებში მოსახლეობასთან აქტივობების ორგანიზებას, არაფორმალური განათლებით სწავლებას.

მთავარი მოთხოვნებია:

1. მოხალისე უნდა იყოს 18-30 წლის;
2. უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას.

ფინანსდება:

1. მგზავრობა
2. საცხოვრებელი
3. კვება
4. ჯიბის ფული
5. დაზღვევა

პროგრამა 2023 წლის 4 ივნისს დაიწყება და 2023 წლის 3 აგვისტოს დასრულდება.

რა არის საჭირო განაცხადის გასაკეთებლად? განაცხადის გასაკეთებლად საჭიროა გააგზავნოთ Europass-ის CV და სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე, მეილზე: ana3umbrella@gmail.com

როგორ შევქმნათ Europass CV - https://cutt.ly/2SNbsfW;
სამოტივაციო წერილი - https://cutt.ly/s0r3OzJ;
გასაუბრების გზამკვლევი - https://cutt.ly/2MDrRFu.

"ამბრელას" მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სასურველია, განაცხადი მითითებულ მისამართზე რაც შეიძლება სწრაფად გაგზავნოთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს.