ამერიკის შეერთებულ შტატებში 11 მაისს ძალაში შევიდა ახალი რეგულაცია, რომელიც აშშ-მექსიკის საზღვარზე თავშესაფრის მაძიებელთათვის წესებს ამკაცრებს.
ახალი რეგულაციის თანახმად, არალეგალი მიგრანტები, რომლებიც საზღვრის გადაკვეთას უკანონოდ ეცდებიან, თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ. აღსანიშნავია, რომ 11 მაისს ვადა ამოეწურა საზღვარზე Covid-19-თან დაკავშირებულ შეზღუდვებს, რომელთაც სწორედ ახალი რეგულაცია ჩაანაცვლებს.
უფრო ზუსტად, ახალი რეგულაციის თანახმად, მიგრანტებს არ ექნებათ თავშესაფრის მინიჭების უფლება თუკი, ერთი მხრივ, ისინი აშშ-ისკენ მიმავალ გზაზე სხვა ქვეყნებში არ ეცდებიან დაცვისა და დახმარების მიღებას და, მეორე მხრივ, თუ ისინი სხვა ნებისმიერი არალეგალური გზით ეცდებიან შეერთებულ შტატებში მოხვედრას.
საგულისხმოა, რომ მალე აშშ-მექსიკის საზღვარზე მოიხსნება რეგულაციები (Title 42), რომლებიც თავის დროზე Covid-19-თან დაკავშირებით დაწესდა. ამის შემდეგ მოსალოდნელია, რომ გაიზრდება იმიგრაცია. უკვე ბოლო კვირებში აშშ-მექსიკის საზღვარზე შესამჩნევად მოიმატა დაკავებულ მიგრანტთა რიცხვმა. შესაბამისად, ახალი შეზღუდვების შემოღება საიმიგრაციო პოლიტიკაში არის აშშ-ის მცდელობა, თავიან აიცილოს იმიგრაციის მოსალოდნელი ზრდა.