საკალათბურთო კლუბი "რუსთავი" სუპერლიგის ფინალშია და საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
ანატოლი ბოისას გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალური სერიის მე-4 მატჩში 84:79-ით დაამარცხა საკალათბურთო კლუბი კავკასია და მოპოვებული 3 გამარჯვებით ფინალურ ეტაპზე თამაში გაინაღდა.
მეორე ფინალისტი თსუ-ისა და მარგვეთის ნახევარფინალურ სერიაში გამოვლინდება, სადაც ანგარიში 2:1-ია თსუ-ს სასარგებლოდ.