რუსთავში, ბინაში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი ნახეს

2023-05-09 23:35:02

რუსთავში, ბინაში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ფალიაშვილის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში 40 წლამდე კაცი, ოჯახის წევრებმა ოთახში გარდაცვლილი ნახეს.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო, კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ახალგაზრდა კაცი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი იყო, ბოლო წლებში კი მწვრთნელად მუშაობდა

"ინფო რუსთავი" იზიარებს ოჯახის მწუხარებას.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები