აპრილის თვეში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 240 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა, აცრილებს შორის 15 წლამდე 85 პირია.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა, ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, დაკბენების უმრავლესობა, 222 შემთხვევა, პატრონიანი ცხოველების მხრიდანაა.
ჯანგულაშვილის ცნობითვე, დაკბენება-დადორბვლა-დაკაწვრის შემთხვევებიდან 284 ძაღლზე მოდის, 54 კატაზე, დანარჩენი კი კურდღლებზე.