რუსთავის აზოტმა შიდა ბაზრისთვის გვარჯილა გააიაფა

2021-05-02 13:52:02

სააქციო საზოგადოება "რუსთავის აზოტი ინდორამამ" 1 მაისიდან გვარჯილის ფასი გააიაფა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" საწარმოს გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ განუცხადა, 1 ტონა გვარჯილის ფასი 250 ლარით გაიაფდა და მისი ღირებულება ახლა 1050 ლარია.

"მსოფლიოში შეინიშნება აზოტოვანი სასუქების ფასების ტოტალური ვარდნა, მათ შორის გვარჯილა როგორც აზოტოვანი სასუქის ერთ-ერთი სახეობა გაიაფდა. სააქციო საზოგადოება "რუსთავის აზოტი ინდორამა" არ ჩამოვრჩით ამ ტენდენციას და საქართველოს შიდა ბაზრისთვის პირველი მაისიდან გავაიაფეთ ერთი ტონის ფასი 250 ლარით. აქამდე ფასი იყო 1300 ლარი და ახლა დღგ-ს ჩათვლით 1050 ლარი გახდა.
იმედი მაქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს ადგილობრივ ფერმერებს და დაეხმარებათ, რომ თავიანთი საქმიანობა უფრო ეფექტურად განახორციელონ
",- განგვიცხადა ლევან ბურდილაძემ.

ცნობისთვის, ქართული ბაზრის 90%-ს გვარჯილით სწორედ სააქციო საზოგადოება "რუსთავის აზოტი" ამარაგებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები