პატარა ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 8 წლის ბავშვსა და შუა ხნის კაცს ავტომობილი დაეჯახა.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ორივე მათგანი გარდაცვლილი დახვდა.
მომხდართან დაკავშირებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.