ყაზახეთის დედაქალაქში, ქოლ-ცენტრების თაღლითური სქემის საქმეზე, საქართველოს 24 მოქალაქე დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაკავებულებმა ფარმაცევტული კომპანია „Health Time“-ის კლიენტთა ბაზა მოიპარეს, მის კლიენტებს დაურეკეს და აცნობეს მანქანის მოგების შესახებ.
"მოქალაქეებს გადასახადების გადახდა შესთავაზეს, რომელიც ფსონების კომპანია „1Xbet“-ის ანგარიშებზე გადაირიცხა. იდენტიფიცირებულია 20 მსხვერპლი, მიმდინარეობს მუშაობა თაღლითების სხვა მსხვერპლთა იდენტიფიცირებისთვის“, - განაცხადა ონლაინ ბრიფინგზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელმა ჟანდოს სუინბაიმ.
ყაზახეთის შსს-ს კიბერდანაშაულთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტერნეტ თაღლითობის ბრალდებით, სპეცოპერაცია ალმათის გარდა, ასტანაშიც ჩაატარეს, სადაც ერთი პირი დააკავეს.