"სამყარო უზარმაზარია, სირცხვილი იქნება არ შეიცნო იგი", - ჯო ენდრიუსი.
აქტიური ახალგაზრდები მუდმივად ეძებენ გზებს, გასცდნენ საკუთარი ქვეყნის საზღვრებს და ეზიარონ სხვადასხვა კულტურებს. მოგზაურობა არის სწავლის სასიამოვნო პროცესი, ის კი რასაც სიამოვნებით ვსწავლობთ - არასდროს გვავიწყდება. ჩვენს დროში მოგზაურობის უამრავი შესაძლებლობაა. მათ შორის ერთ-ერთს წარმოადგენს გაცვლითი პროგრამები.
სწორედაც, თავგადასავალი გაცვლითი პროგრამით იწყება!
ორგანიზაცია "ამბრელა" ამჯერად მოგზაურობის შესაძლებლობას გერმანიაში გაძლევთ. იგი აცხადებს 12-თვიან ვაკანსიას ულამაზეს ქალაქ ბრემენში (გერმანიის ჩრდილოეთ-დასავლეთით), რომელიც საშუალებას გაძლევთ ჩაერთოთ საინტერესო მოხალისეობრივ აქტივობებში, როგორებიცაა მუშაობა ორგანიზაციაში, სადაც გაერთიანებულია ახალგაზრდული მუშაობა და ხელოვნება, სახელოვნებო და სადიზაინო პროექტებისა და ფესტივალების ორგანიზება. ფინანსდება მგზავრობის, საცხოვრებლის, კვების, ჯიბის ფულის, ვიზის, დაზღვევის ხარჯები. პროექტი განკუთვნილია 18-30 წლამდე მოხალისეთათვის. საჭიროა ინგლისური და გერმანული ენების ფლობა (მინიმუმ A2 დონეზე). ბოლო ვადა - 30 აპრილი.
პროექტი დაგეხმარებათ გახდეთ ახალგაზრდულ და ხელოვნების სექტორში მოღვაწე ორგანიზაციაში განსაკუთრებული მისიის ნაწილი, განავითაროთ უნარები ხელოვნებაში და ისწავლოთ სხვადასხვა პედაგოგიური მიდგომების გამოყენება. თქვენ ასევე შეძლებთ გამოიყენოთ თქვენი ინტერესები და უნარები სხვადასხვა პროექტების შესაქმნელად და წვლილი შეიტანოთ ადგილობრივი ივენთების დაგეგმვაში. გაამდიდროთ გუნდთან მუშაობის გამოცდილება სხვა ახალგაზრდებთან ერთად.
პროექტი გაძლევთ შანსს იმოგზაუროთ გერმანიაში, გაიღრმავოთ ენის ცოდნა, ჩამოაყალიბოთ ურთიერთობები, მიიღოთ Youthpass სერთიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი ამბრელასგან.
პროექტი არ მოითხოვს გამოცდილებას. მონაწილეობისთვის განაცხადის შესატანად საჭიროა შეავსოთ კითხვარი.