მე-3 სართულის აივანი, რომელზეც ქალი იმყოფებოდა, ჩაინგრა

2023-04-19 13:59:42

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა.

ინფორმაციას წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია ავრცელებს.

შემთხვევის დროს აივანზე 50 წლამდე ქალი იმყოფებოდა, რომელიც ნგრევის შედეგად ქვედა სართულის აივანს დაეცა.

მძიმე მოტეხილობებით ქალი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მას შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები