იცოდი? - რომ პირველი ეკლესია რუსთავში 17 საუკუნის წინ აშენდა

2023-04-15 12:07:46

იცოდი? - რომ პირველი ეკლესია რუსთავის ტერიტორიაზე 17 საუკუნის წინ აშენდა.

ჩვენს ქალაქში პირველი მართლმადიდებლური ტაძრის აშენება პირველი ქრისტიანი მეფის, მირიან მეფის შვილიშვილის, ქართლეს მეფის თრდატს უკავშირდება.

IV საუკუნეში სწორედ მის მფლობელობაში იყო ჩვენი ქალაქის ტერიტორია და ეკლესიასთან ერთად, როგორც იცოდის წინა ნაწილებში ვისაუბრეთ, განაახლა არხი და გააშენა ქალაქი.

V საუკუნის მე-2 ნახევრიდან საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მეფის, ვახტანგ გორგასლის მიერ გატარებული საეკლესიო რეფორმის შედეგეად, რუსთავის საეპისკოპოსო შეიქმნა.

1951 წელს ჩვენს ქალაქში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად წმინდა ნინოს ქუჩაზე, დღევანდელი წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის ეკლესიის წინ აღმოაჩინეს V-VI საუკუნით დათარიღებული ეკლესიის ნანგრევები.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები