ვის რამდენის გადახდა მოუწევს სამედიცინო მომსახურებაში

2023-04-12 18:16:28

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებისთვის პაციენტის თანაგადახდის წილზე, ზედა ზღვარი დაწესდა.

DRG დაფინანსების პირობებში, მაშინ, როცა პაციენტებისთვის მოიხსნა სხვა დამატებითი გადასახადი, გარდა  თანაგადახდის წილისა (0-30%), რიგ შემთხვევებში თანაგადახდა მაინც მძიმე ტვირთად აწვება პაციენტებს, აღნიშნული გადაწყვეტილებით კი, დაწესებულ ზედა ზღვარზე მეტის გადახდა პაციენტს არ მოუწევს.

კერძოდ:

საპენსიო ასაკის პირებისთვის თანაგადახდის წილი იქნება -  10% - მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა (მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 10 % აღემატება 500 ლარს, პაცინეტი იხდის მხოლოდ 500 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.)

0-5 წლის ბავშვები, შშმ ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შშმ პირები და სტუდენტებისთვის -  20% - არაუმეტეს 1000 ლარისა; (მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 20 % აღემატება 1000 ლარს, პაცინეტი იხდის მხოლოდ 1000 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.)

საბაზისო პაკეტის მოსარგებლეებისთვის - 30% - არაუმეტეს 1500 ლარისა. (მაგალითად, თუ მომსახურების სრული ღირებულების 30 % აღემატება 1500 ლარს, პაცინეტი იხდის მხოლოდ 1500 ლარს, დარჩენილ თანხას კი სრულად აფინანსებს სახელმწიფო.)

ისეთ მომსახურებაზე, რომლის ღირებულება აღემატება დადგენილებით განსაზღვრულ ლიმიტს - 15 000 ლარს, პაციენტის თანაგადახდის წილი კვლავ დარჩება უცვლელი, კერძოდ: სხვაობა ღირებულებასა და ლიმიტს შორის.

აღნიშნული ცვლილებები მოსახლეობისთვის ხარისხიან სამედიცინო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად.