ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თოვლის გამო, აკრძალული.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური (ფოსტა) –კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.