რუსთავში უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა

2023-03-30 00:01:13

რუსთავში უბედურ შემთხვევას კაცი ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, საწარმო "ემენ ქიმიკალ ჯორჯიას" ტერიტორიაზე შუა ხნის მამაკაცი მილების გაწმენდით სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები