85 წლის ქალი აწამეს და გაძარცვეს (ვიდეო)

2017-10-30 22:31:03

ქართველმა მძარცველებმა ათენის გარეუბანში, კიპსელში მცხოვრები 85 წლის პენსიონერი აწამეს. 28 ოქტომბერს დამნაშავეებმა მოხუცის სახლის კარი შეამტვრიეს და პენსიონერს ფულს სთხოვდნენ. მოხუცი საწოლზე მიაბეს, ჯერ სცემეს, შემდეგ კი ცხელი უთოთი აწამეს. მოხუცს სახლში მხოლოდ ძვირფასეულობა და 50 ევრო ჰქონდა. მძარცველებმა ფულიც წაიღეს და სამკაულებიც. პოლიციამ შვიდი ეჭვმიტანილი დააკავა. შვიდივე ქართველია. 85 წლის ნაწამები ქალბატონი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ნახეთ ვიდეო.