მექსიკაში, სიუდად-ხუარესში მიგრანტების დაკავების ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად 39 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ მექსიკის მთავრობის მიგრაციის ეროვნულმა ინსტიტუტმა განაცხადა.
მათივე ინფორმაციით, 29 ადამიანი, სხვადასხვა დაზიანებებით, საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
შემთხვევა აშშ-ის საზღვართან მოხდა და დაწესებულებაში იმყოფებიან ადამიანები, რომლებიც მექსიკის გავლით აშშ-ში ჩასვლის მცდელობისას დააკავეს.
მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ჩაქრობა შეძლეს. ადგილზე, ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით, სახელმწიფო პროკურატურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.