ისრაელში 27-მა მერმა, მთავრობის მიერ შეთავაზებული სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, შიმშილობა გამოაცხადა.
„ჩვენ, ადგილობრივი ხელისუფლების მერები, პოლიტიკური სპექტრის ყველა მხრიდან, ვიწყებთ შიმშილობას მოთხოვნით, რომ დასრულდეს უზარმაზარი კრიზისი და კატასტროფა, რომლისკენაც ისრაელი მიექანება, ქვეყნის უსაფრთხოების დაზიანების თავიდან აცილებისა და ქვეყნის ერთიანობის შენარჩუნების მიზნით“, - აღნიშნულია მერების ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 27 ოფიციალური პირი აწერს ხელს.
შეგახსენებთ, ისრაელში დაგეგმილ სასამართლო რეფორმისგან გამოწვეულ უკმაყოფილებას საპროტესტო აქციები და საყოველთაო გაფიცვა მოჰყვა.
რეფორმები ითვალისწინებს გეგმას, რომლის თანახმადაც მთავრობას სრული კონტროლი ექნება კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს. ასევე, სასამართლოებისთვის გართულდება თანამდებობისთვის შეუფერებლად მიჩნეული ლიდერის გადაყენება.