რუსთაველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე კლინიკიდან გამოწერეს და მკურნალობის პროცეს სახლში გადის.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სპორტსმენის მამამ, გია წივწივაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ალექსანდრეს რამდენიმე კვირიანი რეაბილიტაციის გავლა დასჭირდება, რის შემდეგაც ნელ-ნელა დაუბრუნდება სპორტს.
"გამოწერეს, სახლშია უკეთესად. რამდენიმე კვირიანი რეაბილიტაცია დასჭირდება და ჩადგება მწყობრში. მე ვფიქრობ, რომ მთლიანობაში 4-5 კვირა გაგრძელდება რეაბილიტაცია, რის შემდეგაც ნელ-ნელა დაუბრუნდება ფორმას",- განგვიცხადა გია წივწივაძემ.
შეგახსენებთ, რომ ორი კვირის წინ ალექსანდრე წივწივაძე კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, რა დროსაც დაშავდა.