ბოლნისში მე-2 დღეა 9 წლის ბიჭს ეძებენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" დაკარგული ბავშვის მამიდან განუცხადა, ჯერ-ჯერობით ბავშვთან დაკავშირებით სიახლე არაფერია.
მისი თქმით, საძიებო სამუშაოებში ჩართულია მთელი ბოლნისი.
ცნობისთვის 9 წლის ბიჭი, გუშინ 11:00 საათისთვის საცხოვრებელი კორპუსის წინ მდინარესთან ჩავიდა, რის შემდეგაც არავის არ უნახავს.
თუ ფლობთ დაკარგული ბავშვის შესახებ ინფორმაციას გთხოვთ დაუკავშირდეთ ოჯახს ნომერზე - 595 74 84 70.