იცოდი? - რომ რუსთავში ასწლოვანი ველური ვაზია აღმოჩენილი

2023-03-18 12:10:04

იცოდი? - რომ რუსთავში ასწლოვანი ველური ვაზია აღმოჩენილი.

ღვინო და ზოგადად მისი დაწურვის ტრადიცია ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ევროპაშიც ყველაზე ძველი ვაზის წიპწები, ძვ.წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, ქვემო ქართლშია აღმოჩენილი.

სამი წლის წინ, 2020-ში, რუსთავის ტყე-პარკის ტერიტორიაზე პარკის თანამშრომელმა 100 წლოვანი ველური ვაზი აღმოაჩინა.


აქამდე რუსთავის ტყე-პარკში ველური ვაზის არსებობის შესახებ დადასტურებული შემთხვევა არ ყოფილა.

ველური ვაზი რუსთავის სახელით ვაზების კატალოგში და წითელ წიგნშია შეტანილი.

რუსთავის ტერიტორიაზე ენდემური ჯიშის ველური ვაზის აღმოჩენით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ვაზი საუკუნეების წინაც არსებობდა და ძველმა რუსთაველებმა მისგან მოიშინაურეს და მოახდინეს მისი კულტივირება, რის შემდეგაც მევენახეობისა და მეღვინეობის დარგებს დაედო საფუძველი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები