შეტაკებები "აინტრახტის" ფანებსა და პოლიციას შორის ნეაპოლში[video]

2023-03-15 22:13:38

ნაპოლი-აინტრახტის მატჩის წინ ქალაქ ნეაპოლში დაძაბულობაა. [ვიდეო/video]

როგორც იტალიური მედა წერს, ბილეთების შეძენაზე დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, ნეაპოლში "აინტრახტის" ასეულობით გულშემატკივარი ჩავიდა.

"აინტრახტის" ფანებს და ნეაპოლის პოლიციას შორის შეტაკებებიც მოხდა.

ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში, გერმანელმა გულშემატკივრებმა ინფრასტრუქტურა დააზიანეს და ასევე ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე ავტომობილს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო ბრიგადები და სპეცდანიშნულების რაზმი.

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური მატჩი თბილისის დროით, ღამის 12 საათზე დაიწყება.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები