IDFI-ს მონაცემებით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში დარეგისტრირდა 1 841 რუსეთის მოქალაქე.
ამასთან, მათივე ცნობით, გასულ წელს საქართველოს მოქალაქეების რუსეთის მოქალაქეებზე ქორწინების 806 შემთხვევა დაფიქსირდა. აღნიშნული მონაცემი 2022 წლის 5 აგვისტოს მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას მოიცავს.
ანგარიშში ასევე საუბარია, საქართველოში ბინადრობის ნებართვების გაცემასთან დაკავშირებით. ორგანიზაციის ცნობით, 2022 წლის მარტი-ივლისის პერიოდში ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის 1 598 მოქალაქეზე. ხოლო უარი 434 მოქალაქეს ეთქვა.
ორგანიზაცია ხაზს უსვამს იმასაც, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული ბინადრობის ნებართვებისა და რუსეთ-საქართველოს მოქალაქეების ქორწინების სრული წლის სტატისტიკა არ მიაწოდა.